English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ევგენი ბარათაშვილი ირმა ბარათაშვილი ლეილა მამულაშვილი
ინოვაციური საქმიანობა თანამედროვე ბიზნესში

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.E.Baratashvili.I.Baratashvili.L.Mamulashvili

რეზიუმე. ინოვაციის განსაზღვრისათვის გავრცელებულია ორგვარი მოსაზრება. ერთ შემთხვევაში, ინოვაცია განიხილება როგორც შემოქმედებითი პროცესის შედეგი ახალი პროდუქციის (ტექნიკის, ტექნოლოგიის, მეთოდის და ა.შ) სახით, მეორე შემთხვევაში - როგორც ახალი ნაკეთობის, ელემენტების, მიდგომების, პრინციპების შეყვანის პროცესი არსებულის მაგივრად. ინოვაციის უმთავრეს ნიშნად საბაზრო მეურნეობის პირობებში ითვლება მისი მომხმარებლობითი თვისების სიახლე. ინოვაციის ცნება ვრცელდება ახალ პროდუქტზე ან მომსახურებაზე, სიახლეზე ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სფეროებში, ნებისმიერი სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯის ეკონომიას და ქმნის პირობებს ასეთი ეკონომიისთვის.

ინოვაცია წარმოიშობა სამეცნიერო გამოკვლევების და შემუშავების შედეგების გამოყენების შედეგად, რომლებიც მიმართულია საწარმოო საქმიანობის პროცესისა და ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურის დარგში სამართლებრივი და სოციალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.